მიხეილ ხიდურელი – ჩვენი საინვესტიციო პროგრამით, ევროპის უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანია ,,გირტეკა” 400-კაციან საოპერაციო ოფისს საქართველოში განათავსებს

მიხეილ ხიდურელი – ჩვენი საინვესტიციო პროგრამით, ევროპის უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანია ,,გირტეკა” 400-კაციან საოპერაციო ოფისს საქართველოში განათავსებს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საგრანტო პროგრამას კიდევ ერთი ახალი ბენეფიციარი ჰყავს – ამჯერად ჩვენი პროგრამით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლოგისტიკური კომპანია „გირტეკა“ ისარგებლებს, რომელიც საოპერაციო ოფისს საქართველოში მთლიანი შემადგენლობით გადმოიტანს, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ლიეტუვურ კომპანია „გირტეკასთან“ FDI გრანტის პროგრამის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოსაზიდად დაწყებული საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ინვესტირებული თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას.

„რამდენიმე წლის წინ დაწყებული ეს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინსტრუმენტი გახდა ინვესტორების ყურადღების მოსაზიდად. დღეს უკვე რიგით მეორე, მსხვილ საერთაშორისო კომპანია „გირტეკასთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება. ლიეტუვური კომპანია უახლოეს წლებში საქართველოში 400-მდე ადამიანის დასაქმებას აპირებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, FDI გრანტის პროგრამის პირველი ბენეფიციარი, ამერიკული IT კომპანია „ლინეატი“, რომელთანაც შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა, დღეს უკვე 150-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს საქართველოში. მისივე განცხადებით, უხლოეს პერიოდში ამავე პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთ გლობალურ კომპანიასთან იგეგმება შეთანხმების გაფორმება.

მსგავსი სიახლეები

მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში მშენებლობა გაძვირდა. კერძოდ, 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თებერვალთან შედარებით 1%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან…
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი დღეს, 7 მაისს საქართველოს ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის…
აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…